Friday, October 16, 2015

Add capt
ion

გაკვეთილის გეგმა
წრიული დიაგრამები

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი       ნინო
გვარი          გელოვანი
სკოლა       23  საჯარო
ქალაქი      რუსთავი
რეგიონი     ქვემო ქართლი
თემის მონაწილე
საგანი         მათემატიკა
სწავლების საფეხური     1
კლასი          6
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არ არიან  განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  ბავშვები.
განხორციელების დრო
გაკვეთილის   
თემა
 წრიული დიაგრამები  
რა არის ან რას ნიშნავს თქვენი აზრით წრიული  დიაგრამა  და  თუ  შეგხვედრიათ  იგი   რომელიმე  საგანში  ამა  თუ  იმ  საკითხის  კვლევის  დროს?    
გაკვეთილის
მნიშვნელობა /აქტუალობა
გაკვეთილი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებს  კვლევითი  უნარჩვევების ,კრიტიკული  აზროვნების  განვითარებას,
 ისტ-ის  დაუფლებას.
 წრიული  დიაგრამა  მონაცამთა  თვალსაჩინო  წარმოდგენის  ერთერთი  მნიშვნელოვანი  და  პოპულარული  სახეა  მონაცემები  აქ  წრიული  სექტორებით  არის  გამოსახული.
განხილულია  სიდიდის  მოცემული   პროპორციით დაყოფა.
.ეს  თემა  არის  მეტად  მნიშვნელოვანი,  რადგან  იგი  საფუძველია  მომდევნო   კლასში  განსახილველი  მონაცემთა   ანალიზის  და  სტატისტიკის  ძირითადი  ელემენტებისა,
 გარდა  ამისა  ეს  თემა  მეტად  აქტუალურია  თანამედროვე  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.
გაკვეთილის
მიზნები  და  შედეგები
მოსწავლეებმა  განამტკიცონ  წინა  მასალა, დაეუფლონ  მონაცემთა  წარმოდგენის  საშუალებებს,  მათ  შორის  ყურადღება  გაამახვილონ    წრიულ  დიაგრამაზე.  გამოიყენონ  ცხრილებიც  თუ  სხვადასხვა  საშუალებები  ამოცანათა  ამოსახსნელად.  განავითარონ  შეფარდების  გამოყენების  უნარჩვევები.  გაიწაფონ  გეომეტრიული  ხელსაწყოების  და  გამოთვლითი  საშუალებების  გამოყენებაში.  ამოხსნან  პრაკტიკულ   საქმიანობასთან  დაკავშირებულ   ამოცანებზე  (უმარტივესი  ხარჯთაღრიცხვა,  პროცენტი  და  სხვა). ამოცანათა  ამონახსნი  წარმოადგინონ  ნაწილებითა   და   წრიული  დიაგრამის  სახით.  მოსწავლეები  ისწავლიან  წრიული  დიაგრამის  შედგენას  ამა  თუ  იმ  მონაცემებზე  დაყრდნობით  და  პირიქით  მოცემული  დიაგრამის  საშუალებით  შეძლებენ  ისაუბრონ  იქ  მოცემულ  მონაცემების  შესახებ.
მათ. VI.11.  მოსწავლეს  შეუძლია   დასმული   ამოცანის   ამოსახსნელად     საჭირო   თვისობრივი   და   რაოდენობრივი  მონაცემების                                                                                                                            მოპოვება .
·            ირჩევს   მონაცემთა  შეგროვების  შესაფერის  საშუალებას  (დაკვირვება,  გაზომვა,  მონაცემთა  ამოკრება  მოცემული  ერთობლიობიდან)  და  იყენებს  მას,  ასაბუთებს  თავის  არჩევანს.
მათ.  VI.12.   მოსწავლეს  შეუძლია  თვისობრივი  და  რაოდენობრივი  მონაცემების  მოწესრიგება  და  ამოცანის  ამოსახსნელად  ხელსაყრელი  ფორმით  წარმოდგენა .
·            ქმნის  მონაცემთა  ცხრილებს,  მათ  შორის  დაჯგუფებული  რაოდენობრივი  მონაცემების  შემთხვევაში;
·            აგებს  წრიულ  და  სვეტოვან  დიაგრამებს  (როდესაც  მონაცემები  იძლევა  სკალის  ადვილად  შერჩევის  საშუალებას).
მათ.  VI.13.  მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი .
·            პოულობს  მონაცემთა  ერთობლიობაში  არსებულ  კანონზომიერებებს  და  მსჯელობს  მათზე.
წინასწარი
 ცოდნა
 მოსწავლეებმა  უნდა  იცოდნენ  რა  არის  წრე,  რა  არის  სექტორი,  კუთხის  აგება  და  მათი  გაზომვა  ,პროპორცია.  უნდა  ფლობდნენ  კითხვის  სტრატეგიებს, მოძიებული  ინფორმაციის  შეფასების  და  დასახული  ამოცანის  გადასაჭრელად  გამოყენების, პრეზენტაციის   მომზადების  და  წარდგენის,   დისკუსიაში  მონაწილეობის  უნარ-ჩვევებს.   შეუძლიათ  ისტ-ის  საძიებო  სისტემის    გამოყენება   ინფორმაციის  მოსაპოვებლად.
შეფასების
 საგანი    და პროცედურები
 შევაფასებ  პრეზენტაციას,  დისკუსიაში  მონაწილეობას.  ამისთვის  შევქმნი  შეფასების  რუბრიკებს  და გამოვიყენებ  განმსაზღვრელ  შეფასებას.  შევაფასებ  ჩართულობასა  და  თანამშრომლობის  უნარ-ჩვევას  დაკვირვებითა  და  ჩანიშვნებით.
სასწავლო
 მასალა   და  ტექნიკური რესურსები
 1. თ. ბექაური,  ა.  საგინაშვილი - მათემატიკა, მეექვსე  კლასის  სახელმძღვანელო,  დამჭირდება  აგრეთვე  ხუთი  კომპიუტერი,  საძიებო  სისტემა   Google,  Microsoft Word,   Microsoft Excel,  powerpoint  და  პროექტორი, კალამი, ფანქარი, ფარგალი,  სახაზავი,  ტრანსპორტირი,  ფურცლები,  ფერადი  ფანქრები  ან  ფლომასტერები. 



გაკვეთილის
მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
მუშაობა  ჯგუფური,  მოსწავლეებს  თემისადმი  ინტერესის  გამოწვევის  მიზნით  მიცემული  აქვთ  დავალება  გამოკითხონ  20  თანატოლი  და  და  ადგინონ  მათგან  რამდენი   უყურებს   ;რუსთავი 2’’-ზე  დილის  გადაცემაში  მულტფილმს  ,რამდენი   „იმედი’’-  დილის  გადაცემის  მულტფილმს,  ვინ  საერთოდ არ  უყურებს  ტელევიზორს  და  ვინ  უყურებს  სხვა  არხს.
აქტივობა 1 . 2წთ
ამოვიკითხავ  სიას  და  დავაფიქსირებ  არ’’-ებს  ჟურნალში.
აქტივობა 2 .5წთ.
კლასში  განწყობის  შექმნის  და  მათი  განწყობის  მონიტორინგის  მიზნით  დავსვავ  კითხვას,  რომელ  ყვავილს  შეადარებენ  მათ  ხასიათს?  პასუხი  დაწერონ  საშ. დავალების  რვეულის  უკანა  გვერდზე  ერთი  წუთის  შემდეგ  ყველა  წარმოადგენს  საკუთარ  მოსაზრებას. [ამით  მასწ.  განსაზღვრავს  მათ  გუნება-განწყობას  გაკვეთილის  მიმართ] 
აქტივობა 3 . 12 წთ.
გაკვეთილი  გაგრძელდება   ცემული  დავალების  პრეზენტაციით.  რამდენიმე  ბავშვი      დაფასთან გამოვა  და  წარმოადგენს  შესასრულებელ  დავალებას,  მასწავლებელი  მას  მისცემს  ცხრილის  სახეს  და  ესაუბრება  იმ  საშუალების  შესახებ  რომლებიც  არსებობს  მონაცემთა  ჩანაწერისთვის………  და  უხსნის  რა  არის  წრიული  დიაგრამა.  მარტივი  მაგალითის  მოყვანით  წარმოადგენს  დაფაზე  მათი  კლასის  მოსწავლეთა  შესატყვის  წრიულ  დიაგრამას  და  ასწავლის  აგებას.
აქტივობა 4 . 10 წთ.
ყველა  ჯგუფს  დაურიგდება  თაბახის  ფურცელზე  დაწერილი 2  ტიპის  ამოცანა,  ერთი  დიაგრამის  აგებაზე..........,  მეორე  პირიქით  მოცემული  იქნება  დიაგრამა..................  და  უნდა  განვსაზღვრონ  მონაცემები.
აქტივობა 5 . 10 წთ.
ჯგუფები  სათითაოდ  ახდენენ  დავალების  პრეზენტაციას.
აქტივობა 6 . 3წთ
მასწავლებელი  კიდევ  ერთხელ   მიმოიხილავს  თემის  აქტუალობას  და  აძლევს  საშინაო   დავალებას.
აქტივობა 7 . 3წთ
შეფასება  რუბრიკების  მიხედვით






შ  ე  ფ  ა  ს  ე  ბ  ი  ს      კ  რ  ი  ტ  ე  რ  ი  უ  მ  ე  ბ  ი
ჩართულობა
ქულა
თანამშრომლობა

ქულა
აზრის ჩამოყალიბება
ქულა
მსჯელობის უნარი
ქულა
შესრულებული დავალების სისწორე
ქულა
დაბალი
( 1-4 ქულა)









საშუალო
 ( 5-8 ქულა)









მაღალი
( 1-10 ქულა)















   - კ უ რ ს ი ი ს    

1. პროექტის სახელი: შიო მღვიმე
2. პროექტის მოკლე აღწერა ერთიორი წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან:შიო მღვიმის ტაძარს,როგორც ისტორიული              ძეგლს; აგების ისტორიას; მის არქიტექტურას; ტაძარში  მოღვაწეობას.

3.
პროექტის სრული აღწერა:
 მოსწავლეები მოიპოვებენ მასალას ამ ტაძარზე და     იმუშავებენჯგუფებში. კლასი დაიყოფა ხუთ ჯგუფად.
I
ჯგუფი მოიპოვებს მასალას ტაძრის არქიტექტურაზე;
II
ჯგუფიტაძრის აგების ისტორიაზე;
III
ჯგუფიტაძრის ისტორიაზე;
IV
ჯგუფი მონასტრის დამაარსებელის  ასურელი მამის შიომღვიმელის შესახებ ინფორმაციას;
V
ჯგუფისაბავშო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელის შიო მღვიმელის ( ქუჩუკაშვილის) შესახებ ისაებრებს.
მოსწავლეებს შვაფასებ წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მეშვეობით. შევაფასებ პრეზენტატორებს.
გამოვიყენებ ინდივიდუალური შეფასებას.

4.
მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.

5.
ვადები/ხანგძლივობა:ორი კვირა.

6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები შეისწავლიან  ტაძრის ისტორიას. ყურადღებას გაამახვილებენ ტაძრის აღწერაზე.
მივუთითებ ლიტერატურას მასალის მოსაძიებლად. ისარგებლებენ ინტერნეტით. მოვაწყობთ ექსკურსიას შიომღვიმეში.


7.
მოსალოდნელი შედეგი/პროექტი,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ზედმიწევნით გაეცნობიან ტაძრის შესახებ ინფორმაციას; გაიცნობენ ამ ტაძარს სიღრმისეულად; გავაკეთებთ კედლის გაზეთს; მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.

8.
სარგებელი სხვებისთვის:
ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გაეცნობიან სხვები და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ (კედლის გაზეთიდან და ბლოგიდან). პრეზენტაციაზე მოვიწვევთ პარალელურიკლასის მოსწავლეებს.

9.
სამუშაო ენა:ქართული

10.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ ვიყენებთ.

11.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
გეოგრაფიატაძრის მდებარება.
ისტორიატაძრის აგების ისტორიია.
ხელოვნებაარქიტექტურის უნიკალური ძეგლი, ხელოვნების ნიმუში.
მათემათიკა - ტაძრის ზომები.
12.
პროექტის ავტორი: ნინო გელოვანი

13.
ავტორის ელ. ფოსტა: ninogelovani56@gmail.co

14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: